მწიგნობართუხუცესის მე-2 კორპუსის კლუბ „თავისუფალი აზროვნების“ წევრები (VIII-IX კლ.) ახორციელებენ პროექტს – „გარდატეხის ასაკი – დადებითი და უარყოფითი მხარეები“. კლუბს ხელმძღვანელობს ქიმიის პედაგოგი ქ.ქიქოძე.
ამ თემაზე პირველი დებატები გაიმართა სკოლის ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელთან – ხ.მეშველიანთან და ხელოვნების პედაგოგ ქ.კოპალიანთან. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი, რადგან დებატები მათთვის პრობლემურ საკითხებს ეხებოდა.