სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ აქტიურად ჩაერთო მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში. აქციის ფარგლებში დახმარება გაეწია აფხაზეთიდან დევნილ 700 ოჯახს. სკოლის მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა შეაგროვეს არამალფუჭებადი პროდუქტი და გადასცეს დევნილ ოჯახებს, რომელთა შორისაც იყვნენ ლეიკემიით დაავადებულები, სოციალურად დაუცველები და ომის ვეტერანები. მოძრაობის – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ერთ-ერთი ორგანიზატორია სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ XII კლასის მოსწავლე ლუკა ტყემალაძე.