ინფორმაცია სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ თანამშრომლებისთვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის!
შაბათს (10 ოქტომბერს) 3 კლასის დამრიგებელმა შემატყობინა, რომ ჩვენი ორი მოსწავლის (ძმების) მშობელს დაუდასტურდა COVID-19, ერთი ბავშვი სწავლობს მესამე მეოთხე კლასში, ხოლო მეორე – მეხუთე მეხუთეში
შაბათსვე მთელს ოჯახს, დედას და ორ ბავშვს, ჩაუტარდათ ტესტირება. კვირა დილით (11 ოქტომბერს) იყო ტესტის პასუხი, რომლითაც დადგინდა, რომ დედას არ ჰქონდა კორონავირუსი, ხოლო ორივე ბავშვის შემთხვევაში ტესტის პასუხი იყო დადებითი.
კვირა დღესვე ვაცნობეთ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს რესურსცენტრს. მივიღეთ რეკომენდაციები, რის მიხედვითაც ორივე კლასი გადავიყვანეთ სწავლების ონლაინ რეჟიმზე. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით დამატებით რეკომენდაცია მივეცით: დასახელებულ კლასებში მყოფი მოსწავლეების და-ძმებიც არ გამოეშვათ სკოლაში. ასევე კვირა დღეს, მთელ სკოლას ჩაუტარდა დეზინფექცია შპს „აქვაპოინტის “ მიერ, სკოლის ექიმის და დირექციის მეთვალყურეობით.
საღამოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ჩატარებული სამუშაოები.
ამჟამად, გარდა დასახელებული კლასებისა, ყველა კლასში გრძელდება სასწავლო პროცესი.
გვინდა დავამშვიდოთ ყველა მშობელი, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსის პირობებში ცხოვრება, რისთვისაც სკოლა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და შესაბამის რეგულაციებს მკაცრად იცავს.
ძალიან დიდი თხოვნა გვექნება მშობლების მიმართ: გაუფრთხილდით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას, მაქსიმალურად მოერიდეთ რისკის შემცველ ურთიერთობებს, რათა ბავშვები არ დაავადდნენ შინ.
სკოლის დირექცია