2015 წ. 18-23 ნოემბერს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობდა საერთაშორისო პედაგოგიური კლუბის წევრი ქვეყნების შეხვედრა. შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებები:
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბელორუსიის, უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, ლიტვის, იტალიის, სერბეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
საქართველოს წარმოადგენდა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:
დავით კახნიაშვილი – სკოლა-ლიცეუმის დირექტორი;
ზურაბ ჯორჯიკია – სკოლა-ლიცეუმის აღმასრულებელი დირექტორი;
იზაბელა იოსელიანი – სკოლა-ლიცეუმის განათლების ხარისხის მართვის მენეჯერი;
თამარ ფოცხიშვილი – სკოლა-ლიცეუმის ცეკვის პედაგოგი, ცეკვის ანსამბლ „ჭყონდიდელის“ ხელმძღვანელი;
სკოლა-ლიცეუმის ცეკვის ანსამბლის წევრები, საშუალო საფეხურის მოსწავლეები –
მარი მეფარიშვილი
ანუცი თევდორაშვილი
ნიკიტა ტიმოშენკო
ლადო მჭედლიძე
სკოლა-ლიცეუმის დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებებში.
დელეგაციის წევრები გაეცნენ ქ.მინსკის საგანმანათლებლო სისტემას, რაიონული საგანმანათლებლო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას. დაათვალიერეს სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები – გაეცნენ 61-ე, 121-ე საშუალო სკოლების, მე-11 გიმნაზიისა და 31-ე სასწავლო პედაგოგიური კომპლექსის საბავშვო ბაღი – დაწყებითი სკოლა საგანმანათლებლო პროგრამებს, შეხვდნენ პედაგოგიურ კოლექტივებს, დაათვალიერეს მოსწავლეთა შემოქმედებითი გამოფენები.
საერთაშორისო პედაგოგიური კონკურსის ფარგლებში იზაბელა იოსელიანმა გაკვეთილი ჩაატარა ქ.მინსკის 61-ე საშუალო სკოლაში. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა მეორე ადგილი. კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდა დიპლომით, მას გადაეცა კონკურსის სიმბოლო – „ბროლის სამელნე ვერცხლის კალმით“ და პორტატული პერსონალური კომპიუტერი.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე პედაგოგიური კლუბის წევრები შეთანხმდნენ, პერსპექტიული თანამშრომლობის თვალსაზრისით, შეიმუშავონ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმონ კონფერენციებისა და პრაქტიკული სემინარების მოწყობა; საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შემუშავება, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო ბანაკების ორგანიზება;
საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის სკოლა-ლიცეუმის ცეკვის ანსამბლის წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.