• English

logo


  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • სკოლის ისტორია
    • მისია
    • მართვის სტრუქტურა
    • მიღების წესი
    • ადამიანური რესურსი
    • ტრანსპორტი
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
facebook
tumblr
twitter
youtube


15
თებ
2012

სამოქალაქო განათლების პროგრამა

by მწიგნობართუხუცესი
0 Comment

2012  წლის იანვარში სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” გახდა მონაწილე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს გაუღრმავოს მოსწავლეებს ინტერესი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობისაკენ და ამასთანავე გადამზადდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგები სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ USAID-ის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში, რომელიც ძირითადად აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებისკენ უბიძგებს მოზარდებს. პროექტში შერჩეულ სკოლებს და მათ შორის ჩვენ სკოლას, გადმოეცა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობაზე სამოქალაქო ცხოვრებაში, სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სწავლებაში, სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის გაძლიერებასა და სხვა.
12

15

პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესში” დაარსდა “მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბი” (ხელმძღვანელი: დავით სიორიძე; დამფუძნებლები: დავით მარგიანი, კონსტანტინე სანიკიძე, ლუკა ტყემალაძე).

17

შეიქმნა საკუთარი ინტერნეტ გვერდი http://mschoolclub.wordpress.com/ , ლოგო და ა.შ. რისთვისაც მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი ინტერნეტგვერდის შექმნისა და წარმოების შესახებ. მარტში ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – გიორგი კარელიძე მიიღებს მონაწილეობას სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენინგ-გადამზადების პროგრამაში, რომელიც დაეხმარება პედგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში.

20

22

About the Author
Social Share

School Book

ნორმატიული აქტები

  • დირექტორის ბრძანებები
  • შიდა სასკოლო დოკუმენტაცია
  • სხვა აქტები

სასწავლო პროცესი

  • სასწავლო გეგმა
  • დღის განრიგი
  • სახელმძღვანელოები
  • კონფერენციები და ოლიმპიადები
  • ღონისძიებები

სასარგებლო ბმულები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი

სიახლეები

  • პირველ კლასში ჩარიცხვის პირობები 2021-2022 სასწავლო წლისათვის, II კორპუსი
  • პირველ კლასში ჩარიცხვის პირობები 2021-2022 სასწავლო წლისათვის, I კორპუსი
  • მშობელთა საყურადღებოდ!
  • მშობელთა საყურადღებოდ!
  • კიდევ ერთი გამარჯვება!

კატეგორიები

  • შიდა სასკოლო დოკუმენტაცია (3)
  • კონფერენციები და ოლიმპიადები (3)
  • საერთაშორისო ურთიერთობები (3)
  • სიახლეები (325)
  • ღონისძიებები (13)







© ყველა უფლება დაცულია. სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი"
დამზადებულია CEZABYTE.GE -ს მიერ