18 თებერვალს, თბილისში, კონგრეს ჰოლში გაიმართა საქველმოქმედო საღამო მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთის კაცის“ მხარდასაჭერად.
საღამოს იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ცეკვის პედაგოგი – გივი ხურციძე.
ამ საღამოს ერთ-ერთი მონაწილე და ქვემოქმედი გახდა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჭყონდიდელი“.
ბავშვებს კომპანია „დაკარგული ლეგენდებისაგან“ გადაეცათ სერტიფიკატი მხარდაჭერისა და ქველმოქმედებისათვის და მიეცათ ფილმის პრემიერაზე დასწრების საშუალება.