2015 წლის დეკემბერში საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ნიუ პრაიმის“ ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო მათემატიკური გუნდური პაექრობა „სახალისოდან შემეცნებისკენ“, რომელშიც მონაწილეობდა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-7 კლასისგან შექმნილი გუნდი (პედაგოგი მ.ვერულაშვილი, დამრიგებელი ლ.ხატიაშვილი).
კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად. ჩვენმა გუნდმა სამივე ტური წარმატებით გაიარა და დამსახურებულად გაიმარჯვა. 19 იანვარს საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ნიუ პრაიმმა“ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა თასით და სიგელით.
სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ ულოცავს მე-7 კლასს გამარჯვებას.