ჩვენი სკოლის მე-10 და მე-11 კლასელები და მათი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ სადაგიშვილი, ჩართული არიან სოციალურ პროექტში „დაზოგე წყალი – გაუფრთხილდი გარემოს”. ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა განსხვავებული პრეზენტაციები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებისთვის და ჩატარდა ათეულობით საინფორმაციო შეხვედრა-პრეზენტაცია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სკოლის მოსწავლეებთან. დამზადდა სარეკლამო რგოლები ჯარისკაცების, სპორტსმენების, მსახიობების და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირების მონაწილეობით. განხორციელდა ვიდეოხიდი ნიქოზის სკოლასთან. დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები.