18 მაისს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მეცხრე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ბიოლოგიის მასწავლებელ თამარ ელისაშვილთან ერთად.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს:
ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია.
ლაბორატორიის შესახებ მოსწავლეებს ესაუბრა – ასოცირებული პროფესორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ელენე ჟურავლიოვა.
მოლეკულურ – გენეტიკური ლაბორატორია.
მოსწავლეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი – დავით თარხნიშვილი.
გენეტიკის პრაქტიკუმის ლაბორატორია.
მინი ლექციის შემდეგ ემერიტუს – პროფესორმა აივენგო შათირიშვილმა საინტერესო პრაქტიკული სამუშაო შესთავაზა ბავშვებს.
პრაქტიკულის შესრულებაში მათ დაეხმარა პროფესორი – მარინე მენაბდე.
ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია.
ძილის ფიზიოლოგიის შესახებ მოსწავლეებს ესაუბრა პროფესორი – ნატო დარჩია.
მოსწავლეებმა მიიღეს საჩუქრები, რისთვისაც ვუხდით მადლობას ილიაუნს.