სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჭყონდიდელი“ 19 აპრილს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „სიღნაღის ცის ქვეშ“. ფესტივალის ორგანიზატორმა ხელოვანთა კავშირმა „არტ კლუბი“ დიპლომებით დააჯილდოვა ანსამბლის წევრები და მათი ხელმძღვანელები თ.ფოცხიშვილი და ი.გარდავა.