18 მაისს კერძო სკოლა-ლიცეუმის მე-2 კორპუსის ბიბლიოთეკაში ჩატარდა მე-7ა, მე-8ბ და მე-9ა კლასის მოსწავლეების შეხვედრა მწერალ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ ბატონ გ.კეკელიძესთან.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, ამონარიდები ბესტსელერ „გურული დღიურებიდან“. დასასრულს სტუმარმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა, გვესაუბრა და საინტერესო რჩევა-დარიგებებიც მოგვცა.
შეხვედრის დასასრულს გადავწყვიტეთ მწერლისთვის გვეჩვენებინა ქართული ენა-ლიტერატურის და ქიმიის კაბინეტები, რათა ენახა და შეეფასებინა ჩვენ მიერ შექმნილი გაზეთები.