სკოლა ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-2 კორპუსის კლუბ „თავისუფალი აზროვნების“ წევრებმა ამ დღის აღსანიშნავად მიუძღვნეს ღონისძიება, სადაც თემები წაიკითხეს მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: ბექა ბერიძემ, ნინო მატკავამ, ქეთა ქებაძემ, ნანუკა ფრანგიშვილმა, ლიზი ვარდანიამ, ანა დგებუაძემ, ქეთი ზივზივაძემ. გაიმართა დისკუსია.
P.S. 1993 წლის 22 მარტიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება წყლის საერთაშორისო დღე, რომელსაც ჩვენც შევუერთდით.