სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსამზადებელ ჯგუფში სწავლის პირობების შესახებ
(2017-2018 სასწავლო წელი)
მოსამზადებელი ჯგუფი გაიხსნება II სასწავლო კორპუსში (ნუცუბიძის II მ/რ, ჟღენტის ქუჩა N 2)
მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლის ასაკი: 5 წელი (2011 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული, ეს თარიღი განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ მომავალ სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვისას პრობლემა არ შეიქმნას).
სწავლის საფასური: 3000 ლარი წელიწადში
სწავლის საფასურის გადახდის წესი: ორჯერადი, შემოსვლისას – 1500 ლარი, იანვრის თვეში – 1500 ლარი (გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გადახდა ყოველთვიურადაც, გადახდა უნდა მოხდეს წინსწრებით).
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 20 მოსწავლე (+/- 1-2 მოსწავლე)
მოსამზადებელ ჯგუფში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:
ქართული ენა (ზეპირმეტყველება – ლექსები, ზღაპრები, საბავშვო მოთხრობები) – ყოველდღიურად
მათემატიკა (ზეპირად – თვლა, ანგარიში 10-ის ფარგლებში) – ყოველდღიურად
ინგლისური და რუსული (ზეპირმეტყველება – აუდიო და ვიდეო მასალების გამოყენებით) – კვირაში ორჯერ
ქართული ცეკვის უმარტივესი ილეთები – კვირაში ორჯერ
საბავშვო სიმღერები – კვირაში ორჯერ
ცურვა (ასაკის შესაფერისად) – კვირაში სამჯერ
სწავლების დრო: ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) სწავლა დაიწყება 9.00 სთ-ზე და დამთავრდება 17.00 სთ-ზე. მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებისათვის სასწავლო რეჟიმი იქნება ისეთივე, როგორიც სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სწავლა დაეწყებათ და დაუმთავრდებათ როგორც სკოლის მოსწავლეებს. არდადეგები: ზამთრის და საგაზაფხულო.
მოსწავლეთა კვება: ექნებათ ორჯერადი კვება: საუზმე და სადილი.