თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019. ფესტივალის ფარგლებში 27 სექტემბერს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) -ს ხელმძღვანელობით, თბილისის სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარდათ მასტერ-კლასი „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.
მასტერ კლასს დაესწრნენ სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ბიოლოგიის მასწავლებლების: თამარ ელისაშვილის, თამარ სადაგიშვილისა და ლილიანა გიორგობიანის IX-XI კლასის მოსწავლეები. მათ მოისმინეს საუბარი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარების სწორად და დროულად ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად მულაჟების დახმარებით პრაქტიკულად განახორციელეს სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებისას შესაბამისი პირველადი დახმარება.