სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” დირექტორი დავით კახნიაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯორჯიკია და განათლების ხარისხის მართვის მენეჯერი იზა იოსელიანი 15-19 ნოემბერს მონაწილეობდნენ ქ.ბერლინში ჩატარებულ პედაგოგიური ასოციაცია “VIA LIGHT”-ის მეორე საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე : “პროექტების განვითარება 2015-2016 წლებში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში”.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქ.ბერლინის რუსულენოვან მშობელთა და მასწავლებელთა საზოგადოება “MITRA”.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან და კვიპროსიდან.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ახალი იდეები და წინადადებები ასოციაცია “VIA LIGHT”-ის განვითარებისა და საქმიანობის გაფართოების მიზნით, ასევე შემუშავდა საერთაშორისო და რეგიონალური ღონისძიებებისა და წამოწყებების განვითარების პროგრამა.