სკოლა-ლიცეუმისთვის ეს xx, საიუბილეო სასწავლო წელია.
მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა დავით კახნიაშვილმა. პირველკლასელთათვის მოეწყო ზეიმი, რომლის დასრულების შემდეგაც მათ უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.
სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ახალი საიუბილეო სასწავლო წლის დაწყებას.