დაწყებითი კლასები (I-VI კლასები):
სწავლა მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი.
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 20 მოსწავლე (+/- 1-2 მოსწავლე).
პირველი კლასიდან ჯგუფი იყოფა ინგლისურსა და რუსულში
მეხუთე კლასიდან ჯგუფი იყოფა ინგლისურში, რუსულსა და მათემატიკაში.
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი დისციპლინების გარდა, მოსწავლეები დამატებით სწავლობენ:
· ინგლისური ენა – ზეპირმეტყველების კურსი „ვისაუბროთ ინგლისურად“ (V-VI კლასები)
· რუსული ენა (I-IV კლასები)
· მეტყველება (III-IV კლასები)
· ჭადრაკი (I-II კლასები)
· ქართული ცეკვა (I-III კლასები)
· ცურვა
სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით:
· ქართული ხალხური სიმღერის გუნდი
· ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი
· წყალბურთის სპორტული სექცია
· საგნობრივი წრეები
სწავლის დრო: I-VI კლასის მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან 9:30-17:00 საათამდე. 14:40-17:00 საათამდე.
მოსწავლეთა კვება: I-VI კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით – ლანჩი და სადილი.
თავისუფალი გაკვეთილი: I-VI კლასის მოსწავლეებს, იმის გამო, რომ სკოლაში არიან 9:30-17:00 საათამდე, სისტემატურად უტარდებათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, თავისუფალი გაკვეთილები.