საბაზო საფეხური (VII-IX კლასები):
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში:
მეშვიდე კლასიდან ჯგუფი იყოფა ყველა საგანში – ჯგუფში 10-12 მოსწავლე (+/- 1-2 მოსწავლე).
სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად – ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი. ამასთან დადგენილი დისციპლინების გარდა, მოსწავლეები დამატებით სწავლობენ:
ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი (VII-IX კლასები)
მათემატიკის გაძლიერებული კურსი (VII-IX მათემატიკურ კლასებში და არამათემატიკურ კლასებში შესაძლებლობის ფარგლებში)
ფიზიკის გაძლიერებული კურსი (VII-IX მათემატიკურ კლასებში)
ცურვა/სპორტი (VII-IX კლასები) – სურვილის შემთხვევაში
მათემატიკის წრე (VII-IX კლასები)
ინგლისური ენის წრე – თეატრალური (VII-IX კლასები)
მათემატიკის წრე – ინგლისურ ენაზე (VII-IX კლასები)
საგნობრივი წრეები (VII-IX კლასები)
სწავლის დრო:
VII-XII კლასის მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან 9:30-14:40 საათამდე (კვირაში სამი დღე), 9:30-15:30 საათამდე (კვირაში ორი დღე).