სკოლამდელი

სკოლის დირექცია ვალდებულია:

უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმის შესრულება, კერძოდ ქართული ენა და ლიტერატურას, მათემატიკა, პირველი უცხო ენა-ინგლისური, მეორე უცხო ენა-რუსული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა-მხატვრული შემოქმედება, ქართული ცეკვა. მეტყველება, ცურვა, სპორტი.

სკოლამდელი აღზრდის სასწავლო პროგრამა გულისხმობს:

კითხვის უნარის განვითარებას, წაკითხული მასალის შინაარსის გააზრებას, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბების უნარის განვითარებას; მათემატიკური ცნებების ფორმირებას, ძირითადი და მარტივი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის უნარის ჩამოყალიბებას; მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა / ამოხსნას; უსაფრთხოების წესების გაცნობას; სიტყვების, ტექსტების და ნახატების დამახსოვრებას; საწყისი წერითი უნარების განვითარებას; ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებას; შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას შესაბამისი მასალების გამოყენებით. (წებო,მაკრატელი, საღეზავები, ქაღალდი, ფუნჯი და ასე შემდეგ); მოტორიკის განვითარებას (პლასტილინი, თიხა, ქვიშა, მარილიანი ცომი); კონსტრუირების უნარის განვითარებას აპლიკაციის მეშვეობით (შერეული მასალით მუშაობა, ნატურალური მასალების გამოყენება, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდზე, მუყაო, მარცვლეული); სწავლისადმი მოტივაციის ჩამოყალიბებას;

განახორციელოს ყველა საგნის სკოლამდელი საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში სწავლება.