2008 წლის ომის შემდეგ სოფელ ზემო ნიქოზის სკოლის შენობას ნატყვიარები მოუშუშებელ ჭრილობად აჩნია. ჩვენი შვილების, ჩვენი მოსწავლეების თანატოლი ბავშვები ყოველდღე შედიან ამ დაცხრილულ შენობაში, სკოლა რომ ჰქვია. როცა სკოლის მდგომარეობა ვნახეთ, სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გადავწყვიტეთ საკუთარი ხარჯით მოგვეხდინა სკოლის ფასადის სრული რეაბილიტაცია.
სკოლა ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ანსამბლი „ჭყონდიდელი“ იტალიის ქალაქ რიმინში საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით წარსდგა საქართველოს სახელით!!!
ანსამბლი „ჭყონდიდელი“ დიპლომითა და მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.
ბავშვები მშვიდობისათვის
სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ XI კლასის მოსწავლეები სალომე სანიკიძე და ნიტა სალაძე მონაწილეობდნენ პროექტში „ბავშვები მშვიდობისათვის“. პროექტის მხარდამჭერები და თანაორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები IMTD Georgia, ICCN, PMMG და მაჰათმა განდის საერთაშორისო ფონდი.
ჟიურიმ გამარჯვებულად გამოაცხადა ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლე – სალომე სანიკიძე.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადა
თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადა – IYIPO 2015 გაიმართა. ოლიმპიადაში 100-ზე მეტი პროექტი და 300-მდე გამომგონებელი იქნა წარმოდგენილი. მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ბუთბაია, რომელმაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მე-2 ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით.
მისი პროექტის დასახელებაა: სახის ემოციის ამოცნობა C++/CLI-ზე.
„სახალისოდან შემეცნებისკენ“
2015 წლის დეკემბერში საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ნიუ პრაიმის“ ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო მათემატიკური გუნდური პაექრობა „სახალისოდან შემეცნებისკენ“, რომელშიც მონაწილეობდა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-7 კლასისგან შექმნილი გუნდი.
ჩვენმა გუნდმა სამივე ტური წარმატებით გაიარა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ორგანიზაცია „ნიუ პრაიმმა“ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა თასით და სიგელით.
კიდევ ერთი გამარჯვება!
მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნიკა კოღუაშვილმა SAT-ის გამოცდაში 1600 შესაძლებლიდან 1560 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მოიპოვა.
გამომგონებლები „მწიგნობართუხუცესიდან“
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე „IYIPO 2016“ მონაწილეობა ძმებმა, გიგი და კოსტა ბუთბაიებმა მიიღეს. მათი პროექტი, სახელწოდებით ღვინის პორტატული ექსპრეს-ანალიზატორი მოლეკულურ-ვიბრაციული (რამანის) სპექტროსკოპიის გამოყენებით-ელექტრონული სომელიე. ნორჩი მეცნიერები ოქროს მედლის მფლობელნი გახდნენ.