21 ნოემბერს სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში“ საბაზო კლასების მოსწავლეთათვის შემეცნებითი ლექცია გაიმართა თემაზე – ხელოვნური ინტელექტის საწყისები და მისი პრაქტიკული გამოყენება. კომპანია IMPEL-ის AI ინჟინერმა დაჩი კურცხალიამ მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები და მიღწევები ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემთა შეგროვება-დამუშავება და მისი იმ კონდიციამდე მიყვანა, რა სახითაც იყენებს მას დღეს ადამიანი.
ლექციის ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორიასა და არქიტექტურის შესწავლას. ასევე ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის აგენტებზეც.
ლექცია-გაკვეთილი ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა. ჩვენი მოსწავლეები ბევრ საინტერესო სიახლეს ეზიარნენ.