ხშირად დასმული კითხვები

სკოლას აქვს ორი სასწავლო კორპუსი. I სასწავლო კორპუსში მუშაობს ერთი პედიატრი და ერთი ექთანი. II სასწავლო კორპუსში -პედიატრი.

სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს ბავშვთა ფსიქოლოგიაში 15 წლიანი გამოცდილება. მას ევალება ბავშვთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა და გადაცემა პედაგოგებისათვის, რათა მათ ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომისთვის გამოიყენონ.

ბავშვები იკვებებიან სკოლის სასადილოში I-VI კლასის ჩათვლით. კვება არის ორჯერადი.

პირველი კლასის მოსწავლეები სასადილოში საუზმობენ და სადილობენ, ხოლო II-VI კლასის მოსწავლეები ლანჩს იღებენ საკლასო ოთახში, სადილზე კი მიდიან სასადილოში. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სრულფასოვანი კვებით

სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმი ინდ. მეწარმეებთან (მიკროავტობუსის მძღოლებთან). მემორანდუმის მიხედვით დაცული უნდა იყოს სატრანსპორტო უსაფრთხოება. საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ტრანსპორტის გადასახადი არ რეგულირდება სკოლის მიერ, მას არეგულირებს მშობელსა და მძღოლს შორის დადებული ხელშეკრულება.