ინტერდისციპლინური პროექტი-გლობალური კლიმატური ცვლილებები
2025 წლის 7 ნოემბერს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-11 მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერდისციპლინური პროექტი, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე სამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას — გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს. ამ პროექტს წინ უძღოდა პროფესორ ზურაბ ჯანელიძის მეტად საინტერესო და ინფორმაციული ლექცია თემაზე — „კლიმატცვლილების გავლენა საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე“. ბატონმა ზურაბმა მოსწავლეებს უამბო, თუ როგორ მოქმედებს ტემპერატურისა და ნალექების რაოდენობის ცვლილება საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემებზე, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე, ასევე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლექციამ დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია — ის გახდა შთაგონება შემდგომი პროექტისთვის. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გააღრმავებინა ცოდნა გარემოს დაცვის, ბუნებრივი ზონების ცვლილებისა და გლობალური კლიმატცვლილების შედეგების შესახებ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალმხრივი კვლევები, გრაფიკული მოდელირებები და თემატური პრეზენტაციები, რომლებშიც გამოიკვეთა როგორც გლობალური, ასევე საქართველოს მაგალითები — გვალვები_ კახეთში, მყინვარების დნობა_სვანეთში,