საშუალო საფეხური (X-XII კლასები):
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში:
X-XII კლასის მოსწავლეები – ჯგუფში 10-12 მოსწავლე (+/- 1-2 მოსწავლე).
სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად – ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი. ამასთან, დადგენილი დისციპლინების გარდა, მოსწავლეები დამატებით სწავლობენ:
ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი (X-XII კლასები)
მათემატიკის გაძლიერებული კურსი (X-XII მათემატიკურ კლასებში და არამათემატიკურ კლასებში შესაძლებლობის ფარგლებში)
ფიზიკის გაძლიერებული კურსი (X-XI მათემატიკურ კლასებში)
ცურვა/სპორტი (X-XII კლასები) – სურვილის შემთხვევაში
მათემატიკის წრე (X-XII კლასები)
ინგლისური ენის წრე – თეატრალური (X-XII კლასები)
მათემატიკის წრე – ინგლისურ ენაზე (X-XII კლასები)
საგნობრივი წრეები (X-XII კლასები)
სწავლის დრო:
X – XI კლასის მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან 9:30-14:40 საათამდე (კვირაში სამი დღე), 9:30-15:30 საათამდე (კვირაში ორი დღე).
XII კლასის მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან 9:30-14:40 საათამდე (კვირაში ორი დღე), 9:30-15:30 საათამდე (კვირაში ერთი დღე), დანარჩენი ორი დღე ეთმობა ინდივიდუალურ მეცადინეობებს.