• English

logo


  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • სკოლის ისტორია
    • მისია
    • მართვის სტრუქტურა
    • მიღების წესი
    • ადამიანური რესურსი
    • ტრანსპორტი
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
facebook
tumblr
twitter
youtube


03
ოქტ
2012

სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებზე წალკის რაიონ სოფელ ბეშთაშენში

by მწიგნობართუხუცესი
0 Comment

2012 წლის 17-30 ივნისს წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენში მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალისა და სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” მეშვეობით.

არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული იყო “მწიგნობართუხუცესის” 8 მოსწავლე  (მარიამ მთავრიშვილი, ოთარ მთავრიშვილი, დათა სიორიძე, ლევან ბერეკაშვილი, გიგი გრძელიშვილი, კოსტა სანიკიძე, ირაკლი ლაღიძე, ჯემალ ხატიაშვილი. ხელმძღვანელი: ისტორიის კათედრის გამგე – გიორგი კარელიძე), ასევე ორი სტუდენტი პოლონეთიდან: ქალაქ კრაკოვისა და ვროცლავის უნივერსიტეტებიდან. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები.

ექსპედიციამ შეისწავლა სოფლის განაპირას არსებული გვიანბრინჯაო–ადრერკინის პერიოდის სამაროვანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ – ით II ათასწლეულის დასასრულითა და I ათასწლეულის დასაწყისით. გაითხარა რამოდენიმე სამარხი, რის შედეგადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის კერამიკის ნიმუშები და სხვა საინტერესო ნივთები.

მოსწავლეები გარდა არქეოლოგიური გათხრებისა მონაწილეობდნენ ლაბორატორიულ სამუშაოებში: სწავლობდნენ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დამუშავებას, ჩახაზვა–ჩახატვას, კერამიკის რესტავრაციას. ჩატარდა კულტურულ–შემეცნებითი ლექციები.

ექსპედიციის ფარგლებში მოეწყო ორდღიანი გასვლაკარვებით სოფლიდან 12 კილომეტრის მოშორებით არსებულ ტბასთან, ასევე განხორციელდა ექსპედიციის წევრთა მხრიდან ადგილობრივი კულტურული ძეგლების მონახულება.

არქეოლოგიური სამუშაოების საერთო ხედი.

3

არქეოლოგიური გათხრები.

4 5

აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები

6

გაწმენდილი სამარხი

7 8

სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” დირექტორატი არქეოლოგიურ გათხრებზე.

9

ექსპედიციის მონაწილე მოსწავლე იხაზავს სამარხის კონტურს.

10

მოსწავლეები მონაწილეობენ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დამუშავებაში.

11

მოსწავლეები სწავლობენ კერამიკის აღდგენის ტექნიკას.

12

კარვები ტბის ნაპირზე.

14

საღამოს, ცეცხლის პირას.

15

შემეცნებითი ტური.

17

About the Author
Social Share

School Book

ნორმატიული აქტები

  • დირექტორის ბრძანებები
  • შიდა სასკოლო დოკუმენტაცია
  • სხვა აქტები

სასწავლო პროცესი

  • სასწავლო გეგმა
  • დღის განრიგი
  • სახელმძღვანელოები
  • კონფერენციები და ოლიმპიადები
  • ღონისძიებები

სასარგებლო ბმულები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი

სიახლეები

  • პირველ კლასში ჩარიცხვის პირობები 2021-2022 სასწავლო წლისათვის, II კორპუსი
  • პირველ კლასში ჩარიცხვის პირობები 2021-2022 სასწავლო წლისათვის, I კორპუსი
  • მშობელთა საყურადღებოდ!
  • მშობელთა საყურადღებოდ!
  • კიდევ ერთი გამარჯვება!

კატეგორიები

  • შიდა სასკოლო დოკუმენტაცია (3)
  • კონფერენციები და ოლიმპიადები (3)
  • საერთაშორისო ურთიერთობები (3)
  • სიახლეები (325)
  • ღონისძიებები (13)







© ყველა უფლება დაცულია. სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი"
დამზადებულია CEZABYTE.GE -ს მიერ