“სტუმარი კლასში “

“სტუმარი კლასში “

4 მარტს სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის”სააქტო დარბაზში მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეებმა,პროექტის “სტუმარი კლასში “ფარგლებში, მოიწვიეს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ბატონი ამირან გირგვლიანი. მოსწავლეები თავიანთი შემოქმედებით წარდგნენ სტუმრის წინაშე:თიკო მიქაიამ შეასრულა საბალეტო ნომერი, ნინი გელაშვილმა შუბერტის “ავე მარიაზე”წარმოადგინა საკუთარი ქორეოგრაფიული ნომერი, ანა-მარია კაჯიროვა ნაციონალური ცეკვით წარდგა სტუმრების წინაშე,ტასო კალაძემ კი ვიოლინოს ჰანგებით დაატკბო მსმენელი. ლუკა გირგვლიანმა პრეზენტაცია წარუდგინა თანაკლასელებს ბატონ ამირან გირგვლიანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. საპატიო სტუმარმა ფ.შოპენის “რევოლუციური ეტიუდით”დააგვირგვინა ღონისძიება. მეხუთე მეორე კლასის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ამირანს მუსიკის პროექტში მონაწილეობისთვის.ასევე დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს თამარ ქარსელაძეს მხარდაჭერისთვის. პროექტის ხელმძღვანელი:ხათუნა მეშველიანი.

გაზიარება:

სხვა სიახლეები