14 ივნისს ქ.თბილისის არტ ჰოლის კულტურის ცენტრმა ,,ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის” მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალის ,,მომავალი ჩვენია”დახურვას უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესის ” ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭყონდიდელი” . ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს ოთხი ქორეოგრაფიული ნომერი და დაჯილდოვდნენ ლაურიატის წოდებით, თასით, დიპლომითა და მედლით.
