ხელოვნური ინტელექტის საწყისები და მისი პრაქტიკული გამოყენება

ხელოვნური ინტელექტის საწყისები და მისი პრაქტიკული გამოყენება

21 ნოემბერს სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში“ საბაზო კლასების მოსწავლეთათვის შემეცნებითი ლექცია გაიმართა თემაზე – ხელოვნური ინტელექტის საწყისები და მისი პრაქტიკული გამოყენება. კომპანია IMPEL-ის AI ინჟინერმა დაჩი კურცხალიამ მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები და მიღწევები ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებით.

მომხსენებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემთა შეგროვება-დამუშავება და მისი იმ კონდიციამდე მიყვანა, რა სახითაც იყენებს მას დღეს ადამიანი.

ლექციის ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორიასა და არქიტექტურის შესწავლას. ასევე ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის აგენტებზეც.

ლექცია-გაკვეთილი ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა. ჩვენი მოსწავლეები ბევრ საინტერესო სიახლეს ეზიარნენ.

გაზიარება:

სხვა სიახლეები

WORLD OF ART -2026

4 აპრილს ქ.თბილისის ჰუალინგ პლაზას კულტურის