განათლების ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია

განათლების ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული პლატფორმა – http://www.nplg.gov.ge/civil/ – განათლების ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის

1-ელ ოქტომბერს სკოლაში გვესტუმრა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი გიორგი კილაძე. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს, ბატონმა გიორგიმ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული პლატფორმის შესახებ.

პრეზენტაციის დასაწყისში პრეზენტატორმა წარადგინა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებგვერდი და აუხსნა მოსწავლეებს ბიბლიოთეკის ყველა რესურსი, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული, მათ შორის საცავებში დაცული წიგნები – რომლებიც განკუთვნილია განათლებისათვის. ცალკე გამოყო პატარა სეგმენტი, რომელიც სპეციალურად მოსწავლეებისთვისაა შექმნილი. 

პრეზენტაციის მიზნები და ამოცანები:

  • მოსწავლეებში ეროვნული  ბიბლიოთეკის განათლების ციფრული პლატფორმით დაინტერესება და მისი  გამოყენების უნარის განვითარება;
  • თვითსწავლებისა და ძიების  უნარების სტიმულირება;
  • მედიაწიგნიერების განვითარება;  
  • ძიების სხვადასხვა მეთოდის დემონსტრირება (ძირითადი ძიება, გაფართოებული ძიება, ფილტრები);
  • სხვადასხვა ტიპის რესურსების („სასკოლო ლექსიკონები“, ციფრული ბიბლიოთეკა „მამარდაშვილი“ „სასკოლო ლიტერატურა“ , „შეუზღუდავი განათლება ყველას“,  „მედიაწიგნიერება“,  „ისწავლე სახელნწიფო ენა“) გამოყენების გზებისა და საშუალებების  ჩვენება;

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულად, მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები – თავად  მოძებნეს სიტყვები, ფრაზები, ავტორები, ნაწარმოებები კონკრეტული ციფრული რესურსებიდან.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

შეხვედრა დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და მოსწავლეებისათვის საჭირო ინფორმაციით.

გაზიარება:

სხვა სიახლეები

SAGE Georgia 2025

SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები გამოვლინდნენ –