კლასი -II
მოსწავლეებმა გაიცნეს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი… გიორგი კეკელიძე. წაიკითხეს „თომას ზღაპრები“, სადაც შეხვდნენ თომასა და მის მეგობრებს-ჯუჯებს, ბაიბურას… იმოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში და საბოლოოდ გადაწყვიტეს თავადაც შეექმნათ ჯადოსნური ქალაქი. ისეთი , როგორიც მათ ფანტაზიასა და ბავშვურ სამყაროში არსებობდა. ყველაზე გასაოცარი კი ის აღმოჩნდა, რომ ქალაქში საცხოვრებლად მასწავლებლები დაპატიჟეს. მიზეზი კი ის იყო, რომ ისინი ძალიან საყვარლები და მეგობრულები არიან. უხარიათ მათთან ერთად ყოფნა.
საქმეს სიხარულითა და მონდომებით შეუდგნენ. თავდაპირველად შექმნეს იდეების რუკა, გაინაწილეს როლები, მოიძიეს რესურსები და საბოლოოდ დაარსდა ქალაქი „მარმელადა“.
ბავშვები სიხარულით უზიარებდნენ ნაშრომს მეგობრებსა და პედაგოგებს.
კლასის ხელმძღვანელი-ქეთევან ხარაიშვილი


