ევროპის გოგონათა ოლიმპიადა (EGOI)

ევროპის გოგონათა ოლიმპიადა (EGOI)

ევროპის გოგონათა ოლიმპიადა (EGOI)

16-23 ოქტომბერს თურქეთში ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) გაიმართა.
ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა.
ნაკრების ოთხი წევრიდან სამი კომაროვის სკოლის მოსწავლე – ქეთევან ციმაკურიძე, ნინო ჩხაიძე და გვანცა ხვედელიძე იყვნენ. მეოთხე მონაწილე თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლე თეო კაკაბაძე იყო.
ოლიმპიადაში მონაწილე ჯგუფის ლიდერი გიორგი მანდარია, ხოლო თანალიდერი ზაზა გამეზარდაშვილი იყო.
ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი ქეთევან ციმაკურიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, თეო კაკაბაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ნინო ჩხეიძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) გოგონებისთვის განკუთვნილი შეჯიბრია, რომელიც ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის წარმატებითაა ინსპირირებული. ოლიმპიადის ფორმატი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისა და ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადის მსგავსია. ოლიმპიადა წელს მეორედ გაიმართა, საიდანაც საქართველოდან წასული გუნდი დიდი წარმატებებით დაბრუნდა.
სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ ულოცავს თეო კაკაბაძეს და მის თანაგუნდელებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს ამ გამარჯვებას.

გაზიარება:

სხვა სიახლეები