ჩვენმა სკოლამ მე-9 კლასელებს საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით დამატებითი მომსახურების სახით შესთავაზა ბუნებისმეტყველების (ქიმია, ფიზიკა) ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები(პედაგოგები ლ.ხატიაშვილი, თ.საყვარელიძე).
სწავლების მიზანია თეორიული ცოდნის შესაფერისი ცდების განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება; საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ ინტერესის გაღრმავება; ქიმია, ფიზიკა, როგორც მეცნიერების პოპულარიზაცია და სოციალურ ყოფიერებაში მათი როლის გააზრება.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სახალისო ექსპერიმენტებში, ჩაატარეს არაერთი შემეცნებითი ცდა, გამოთქვეს ჰიპოთეზები და დასკვნები
