იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა … ქართული, რუსული და ინგლისური ზღაპრების გმირები ერთმანეთს ჯადოსნურ ტყეში ხვდებიან. ტყეს თავი რომ დააღწიონ, მეზღაპრეების დავალება უნდა შეასრულონ. ერთად ზღაპრის გმირები ყველაფერს დაძლევენ. სადაც სიკეთე და სიყვარულია, ყველანაირი ჯადოქრობა ხდება და ზღაპრის ბოლოც აუცილებლად კეთილია. პატარა მსახიობებმა მართლაც ზღაპარში გვამოგზაურეს და დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზეს სამ ენაზე.
პროექტის ხელმძღვანელი- ლალი გაფრინდაშვილი


