,, მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე, თურმე სიკვდილი მოგველის ყველას, რომელიც უკან მოგვყვება ურმით და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს..”
სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარიკა ნადირაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოსწავლეებს. ქალბატონი მარიკა იშვიათი ადამიანი იყო- მებრძოლი სულისკვეთებისა და უშრეტი ენერგიის მქონე პედაგოგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა განათლების მაღალ სტანდარტს ჩვენს დაწესებულებაში. მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ვლინდებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში…. მაინც რა არის ის მთავარი, რისი დავიწყებაც არ შეგვიძლია – ეს არის მოვალეობა, პასუხისმგებლობა, ღვთის, სახელის, ქვეყნისა და, საერთოდ ,ადამიანობის წინაშე. ამგვარი პასუხისმგებლობა კი ტვირთია , რომლის ტარება მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. ასეთი იყო მარიკა…. იგი ღმერთმა გამოარჩია და უბოძა მასწავლებლობის მადლი, რაც წუთისოფლის ცოდო-მადლის ჭიდილში ბუმბულსავით მსუბუქად ზიდა. მარიკა ნადირაშვილის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში. ის ჩვენი სკოლის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ღირსეული მაგალითია მომავალი თაობისთვის. მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო ძვირფასო ქალბატონო მარიკა!