მეცნიერების თასი 2025

მეცნიერების თასი 2025

სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი“ ორიენტირებულია განათლების მაღალი სტანდარტის მიღწევაზე.  განსაკუთრებული  ყურადღება  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას ეთმობა.

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინიციატივითა და შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით გამართულ სამეცნიერო კონკურსში ,,მეცნიერების თასი 2025“ ჩვენი სკოლის ოთხი გუნდი ჩაერთო. მათგან ორმა გუნდმა წარმატებით გადალახა შესარჩევი ეტაპები და ფინალში გადავიდა.

26 აპრილს თსუ-ს პირველ კორპუსში  ნამდვილი მეცნიერების ზეიმი გაიმართა. ჩვენმა გუნდებმა მაღალი შედეგი აჩვენეს,  დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

გაზიარება:

სხვა სიახლეები