2025-2026 სასწავლო წელს სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი“ არაერთ საინტერესო სიახლეს სთავაზობს თავის მოსწავლეებს. მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ინგლისური ენის წრე. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და პარასკევს, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთია.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეები NAEC-ის მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაზე დაადასტურებენ თავიანთ ცოდნას და მიენიჭებათ შესაბამისი დონის სერტიფიკატი.
ჩვენი წრე ამ წელს KET-ის გამოცდისთვის ამზადებს მეხუთე-მეექვსე კლასელებს.