30 ივნისს,სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ისტორიის პედაგოგი ლალი ჭანჭალეიშვილი და საუკეთესო თემის ავტორად დასახელებული ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეიმურაზ დომუზაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა დიმიტრიოს კარაბალისმა მიგვიღო საელჩოში, სადაც გადმოგვცეს პერსონალური კომპიუტერები და სამკერდე ნიშნები, რომელზეც გამოსახულია საბერძნეთისა და საქართველოს დროშები.
მინდა დიდი მადლობა მოვახსენო საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, პირადად ელჩს, ბატონ დიმიტრიოს კარაბალისს საჩუქრებისთვის, შრომის დაფასებისთვის და გულთბილი დახვედრისათვის საელჩოში. ელჩი დაგვპირდა, რომ თემუკას ნაშრომი გადაითარგმნება ბერძნულ ენაზე, რათა ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. საელჩოში ელჩთან ერთად სამახსოვრო სურათები გადავიღეთ.
მინდა ასევე მადლობა მოვახსენო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორს, ბატონ რისმაგ გორდეზიანს; ფესტივალის ჟიურის, ქალბატონ ეკა ჭყოიძეს; ფესტივალის ორგანიზატორებს ნინო ბადაშვილს და თამარ ცხვედიანს გაწეული შრომისათვის. ისინი ყოველწლიურად გვთავაზობენ საინტერესო თემატიკას საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებზე, ახალისებენ და მეტ მოტივაციას აძლევენ ახალგაზრდა თაობას და პედაგოგებს.