ფესტივალი “ოქროს საწმისი”

ფესტივალი “ოქროს საწმისი”

2021 წლის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში, პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში, მიმდინარეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი – „ოქროს საწმისი“, რომელიც უკვე წლებია ტარდება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და აიპ-ის „განათლება ყველა ბავშვს“ ძალისხმევით. პროექტის მხარდამჭერია საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი. მასში სურვილისამებრ მონაწილეობას ღებულობს საქართველოში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩემი ხელმძღვანელობით 2013 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ აღნიშნულ ღონისძიებაში და ყოველთვის ვიმსახურებთ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების მოწონებას, უმაღლეს შეფასებას და შესაბამისად მონაწილეები ჯილდოვდებიან დიპლომებით,სამახსოვრო საჩუქრებით და მათ მიერ კონფერენციაზე წარდგენილი თემები იბეჭდება ფესტივალისადმი მიძღვნილ საუნივერსიტეტო კრებულში. უკვე 6 კრებული, რომლებშიც განთავსებულია ჩვენი ბავშვების თემები, ამშვენებს სკოლის ბიბლიოთეკას.

წელს ტრადიციულად მონაწილეობა მივიღეთ “მწიგნობართუხუცესის” მოსწავლეებთან ერთად: IX კლასი-ნინო კაპანაძე,თეიმურაზ დომუზაშვილი და XI კლასი-ლუკა ჯანჯღავა. ფესტივალის მთავარი თემატიკა, როგორც ყოველთვის ქართულ-ბერძნული ურთიერთობები იყო, კერძოდ, საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წელი. მინდა სიამაყით ავღნიშნო,რომ ჩვენმა ბავშვებმა,რომლებმაც არ უღალატეს ტრადიციას, გაიმარჯვეს და საუკეთესო ნაშრომების ავტორებად დასახელდნენ. სამივე მონაწილის ნაშრომი დაიბეჭდა თსუ-ს ფესტივალისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კრებულში და თითოეულ მათგანს კრებულთან ერთად გადაეცათ დიპლომები. მათ შორის თეიმურაზ დომუზაშვილი გამორჩეულად დასახელდა საუკეთესო თემის ავტორად და საბერძნეთის ელჩის მიერ დასაჩუქრდა ლეპტოპით, ასეთივე პრიზი გადმომეცა მეც, როგორც უკვე თითქმის ათეული წლის განმავლობაში ფესტივალში წარმატებით მონაწილე და გამარჯვებული ბავშვების პედაგოგს. ასევე დებატებში მონაწილე მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნინო კაპანაძემ და თეიმურაზ დომუზაშვილმა, რომლებმაც პირველი ადგილი აიღეს, დაჯილდოვდნენ 100 ლარიანი ვაუჩერით.

გაზიარება:

სხვა სიახლეები

გაკვეთილის ინტერპრეტაცია უფრო საინტერესოს და სახალისოს ქმნის სასწავლო პროცესს. თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანა კი მოსწავლეს უადვილებს სასწავლო მასალის აღქმა-გააზრებას.

მერვე პირველი კლასის მოსწავლეებმა (ბიოლოგიის მასწავლებელი

სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” ანსამბლი ,,ჭყონდიდელი” 15 ივნისს წარსდგა, საქართველოს დამსახურებული მოღვაწის პროფესორ ემერიტუსის რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამოზე და დაჯილდოვდა – მადლიერების სიგელით, ხოლო ანსამბლის დებიუტანტებს სათითაოდ გადაეცათ დიპლომი, წარმატებით მონაწილეობისათვის.