ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 13 აპრილს არტ-ჰოლის კულტურის ცენტრში ცნობილ ქართველ მუსიკოს-აკომპანიატორთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ჩვენი სკოლის უხუცესი აკომპანიატორი ბეჟან მაისურაძე ქართული ხალხური საცეკვაო მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ,,ხელოვნების ბრწყინვალე ორდენითა“ და ,,საქართველოს მუსიკის აკომპანიატორის საპატიო წოდებით“ დაჯილდოვდა.
ბატონი ბეჟანის დამსახურება და ღვაწლი მთელი რესპუბლიკის მაშტაბით დიდია. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში, ანსაბლ ,,თბილისში“, ,,ფოლკლორში“, ,,საგალობელი თბილისს“… ჩვენს სკოლას კი 23 წელია ერთგულად ემსახურება და მოსწავლეებს ეხმარება ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში.
სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი“ გულით ულოცავს ბატონ ბეჟანს დამსახურებულ ჯილდოსა და აღიარებას. უსურვებს მხნეობასა და წელთა სიმრავლეს.
