• მოსწავლეებში წყალბურთისადმი ინტერესის გაღვივება;
• წყალბურთის ძირითადი წესებისა და ტექნიკის გაცნობა;
• წყალთან და წყალში მოძრაობასთან შეგუების უნარის განვითარება;
• ცურვის საბაზისო ელემენტების დამუშავება;
• გუნდურობის, დისციპლინისა და პასუხისმგებლობის განვითარება;
• ფიზიკური გამძლეობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება;
• წყალბურთის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
• იცის წყალბურთის ძირითადი წესები;
• გრძნობს თავს უსაფრთხოდ წყალში და ფლობს ცურვის საბაზისო უნარებს;
• ფლობს წყალბურთის ტექნიკურ ელემენტებს (ბურთის გადაცემა, დაჭერა, ტყორცნა);
• მონაწილეობს გუნდურ თამაშში წესების დაცვით;
• გააზრებული აქვს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათი, ხუთშაბათი 16:40 სთ და შაბათი
(თვეში 3 შაბათი) 11:00 სთ სკოლის აუზში. ასაკი: II – V კლასი.
მეცადინეობებს ჩაატარებს წყალბურთის მწვრთნელი გიორგი დოლიძე (ტელ: 593 30 61 83).
წყალბურთის სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
გეგმა:
• წყალთან შეგუება – უსაფრთხოების წესების სწავლა და წყალში თავდაჯერებულობის
ამაღლება;
• წყალბურთის ძირითადი წესები – თეორიული და პრაქტიკული განმარტება;
• ცურვის ძირითადი ელემენტები – ზურგით ცურვა, ფეხების მოძრაობა, ხელების
მოძრაობა – ფიზიკური გამძლეობის განვითარება;
• ბურთის ფლობა წყალში – ბურთის გადაცემა წყვილებში, ბურთის დაჭერა –
კოორდინაციის გაუმჯობესება;
• ბურთის დარტყმა და მიზანში სროლა – სიზუსტისა და ძალის განვითარება;
• სასწავლო თამაში – გუნდური მუშაობის სწავლა;
• ტურნირი, ან საჩვენებელი მატჩი (შიდა შეჯიბრი) – მიღებული ცოდნის სრულყოფა და
პრაქტიკაში გამოყენება;
წყალბურთის წრე ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.
სპორტის ეს სახეობა აერთიანებს ცურვას, თამაშსა და გუნდურობას – რაც მოზარდებში
აყალიბებს ჯანმრთელ, აქტიურ და მიზანდასახულ პიროვნებას.