“ხელოვნება ჩვენს გარშემო”

“ხელოვნება ჩვენს გარშემო”

სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით და ხელოვნების პედაგოგის ლიკა ლობჯანიძის ინიციატივით მოეწყო საგაზაფხულო გამოფენა “ხელოვნება ჩვენს გარშემო” . გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი პეიზაჟის ჟანრში შესრულებული ფერწერული ნახატები და სხვადასხვა არქიტექტურული მაკეტები.

მოსწავლეები გაეცვნენ მაკეტის არსს, შექმის გზებს, კონსტრუირების ტექნიკას და მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით შექმნეს შთამბეჭდავი მცირე ზომის სახლებისა თუ სხვა ნაგებობათა მაკეტები, ხოლო ფერწერის ტექნიკის გაცნობისას შეისწავლეს პეიზაჟის სახეობები, სივრცის გადმოცემის ხერხები, ფერის შესაძლებლობები და ხაზებისა და ფერების საშუალებით გადმოსცეს განწყობა და ემოციები ნამუშევრებში.

საგამოფენო სივრცეში მაკეტებისა და ფერწერული ნამუშევრების ერთად წარმოდგენა მრავალფეროვან და საინტერესო გარემოს ქმნიდა.

გაზიარება:

სხვა სიახლეები