ქართული კალიგრაფიის ისტორია, თავისი მდიდარი კალიგრაფიული სკოლითა და ტრადიციით, 16 საუკუნეს ითვლის.
ჩვენი სკოლის მეხუთე მეოთხე კლასის მოსწავლეები ,,IQ აკადემიაში“ ქართული ენის წერის კალიგრაფიულ ხელოვნებას ეზიარნენ. ეს მასტერკლასი საუკუნეების ერთგვარი გადაძახილი იყო. ქალბატონი ნინოს დახმარებით ჩვენმა პატარებმა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას ახალი სიცოცხლე შთაბერეს; ,,ვეფხისტყაოსნის“ ფრთიან ფრაზას ახალი ფორმა, ფერი და ძალა შემატეს, ასობგერებს – ორიგინალობა და ფერადოვნება; შეიგრძნეს სიტყვის მოხაზულობის განუმეორებლობა და თვითმყოფადობა, წერის ხელოვნების თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
წერო ქართულად, და თან ლამაზად, დიდი პატივია!
ჩვენმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა დიდი კულტურის დიდ მემკვიდრეებად იგრძნეს თავი.
54 კლასის ხელმძღვანელი – ეკატერინე თოფჩიშვილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ინგა ნიკურაძე


