ფეხბურთის წრე

ფეხბურთის წრე

• მოსწავლეებში ფეხბურთისადმი ინტერესის გაღვივება;

• ფეხბურთის საბაზისო წესების გაცნობა;

• მოძრაობის კოორდინაციისა დაფიზიკური გამძლეობის გაუმჯობესება;

• გუნდური მუშაობისა და სპორტული ეთიკის ჩამოყალიბება;

• ჯანმრთელობის განმტკიცება, სიცოცხლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების

ფორმირება;

• ნიჭიერ ფეხბურთელთა გამოვლენა;

• ფეხბურთის პოპულარიზაცია.

მოსალოდნელი შედეგები:

• იცის ფეხბურთის წესები;

• ფლობს ფეხბურთის ტექნიკურ ელემენტებს;

• თანამშრომლობს გუნდში და იცავს სპორტულ ეთიკას;

• გააზრებული აქვს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი 16:40 სთ

სკოლის გარე სპორტულ მოედანზე და სპორტულ დარბაზში. ასაკი: I – IV კლასი.

მეცადინეობეს ჩაატარებენ ფეხბურთის მწვრთნელები: ირაკლი ვასაძე (ტელ: 599 67 21 51) და

დავით ხუბერაშვილი (ტელ: 555 53 77 55).

ფეხბურთის სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.

გეგმა:

• ბურთის გაჩერებისა და დარტყმების ძირითადი ხერხების შესწავლა;

• უძრავ და მოძრავ ბურთზე სხვადასხვა ხერხით დარტყმები;

• ცრუ მოძრაობები;

• ბურთის გაჩერების ტექნიკის შესწავლა;

• ბურთის კენწვლა;

• ბურთის ტარება ფეხის წვერით;

• მოედანზე ბურთის ტარება სიარულსა და რბენაში ფეხის შენაცვლებით;

• ბურთის გადაცემები პარტნიორებს შორის;

• ბურთის დარტყმა და გაჩერება;

• მეკარის თამაშის ტექნიკის შესწავლა;

• ბურთის აუტიდან და კუთხურიდან მოწოდება;

• პარტნიორის მიერ გამოგორებული ბურთის კარში დარტყმა;

• სასწავლო თამაში.

ფეხბურთის წრე ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.

თამაშით სწავლა ქმნის დადებით გარემოს, აძლიერებს მოტივაციას და ამზადებს მოსწავლეებს

ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

გაზიარება:

სხვა სიახლეები

ცეკვის წრე

მიზანი: მოსალოდნელი შედეგები: ვარჯიშები  ჩატარდება ორ