31 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას.
აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – სოფო კანდელაკმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა და გააცნო კოლეჯის სასწავლო პროგრამები, მათ შორის:
- ინფორმაციის ტექნოლოგია;
- Front-end დეველოპმენტი;
- Front-end დეველოპმენტი (ინტეგრირებული პროგრამა);
- გრაფიკული დიზაინი;
- გრაფიკული დიზაინი (ინტეგრირებული პროგრამა);
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული პროგრამა);
- კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქალბატონმა სოფომ მოსწავლეების ყველა საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.
მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაიცნეს ტექნოლოგიური განათლების შესაძლებლობები და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამომავლო პროფესიული არჩევანისთვის.