SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები გამოვლინდნენ – საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში 30 ქვეყანათა შორის და ასევე წელს მასპინძლობს მსოფლიო ფინალს SAGE World Cup 2025-ს!
ედუბრიჯი არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს მოსწავლეებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. ედუბრიჯის ვებ გვერდზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ოლიმპიადების, კურსების, სპორტული შეჯიბრებების და სხვა ახალგაზრდული აქტივობების შესახებ შესახებ ინფორმაციის ნახვა. მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ საკუთარი პროფილის შექმნა, ღონისძიებებზე რეგისტრაცია, მოპოვებული ჯილდოებისა და სერთიფიკატების პროფილზე ატვირთვა, მასწავლებლებისა და მენტორების დახასიათების პროფილზე განთავსება. ვებ გვერდზე იარსებებს ლიდერბორდები, სადაც ბავშვები დაწინაურდებიან თავიანი აქტიურობის და მიღებული ჯილდოების შესაბამისად.
ედუბრიჯი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, მიიღონ დამატებითი ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები და გაიცნონ საერთო ინტერესების მქონე თანატოლები.
პროექტის განმავლობაში ბავშვებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გაეცნენ ბიზნესის ფორმირების სხვადასხვა მოდელებს, ფინანსური ანალიზის მეთოდებს და პრეზენტაციის წარდგენის ტექნიკებს
პირველი ადგილი – Micro2Macro (თბილისი);
გუნდის წევრები:
დათა ბახტაძე, სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი
გიორგი გაგუა, სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი
ლუკა სილაგაძე, სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი
ირაკლი ძოწენიძე, საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
გიორგი ჩიხრაძე, ი. ვეკუას სახელობის #42-ე საჯარო სკოლა
საბა ჭაჭია, ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
ივა მეკრავიშვილი, ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
მენტორი: ნინო გიგაური
ეროვნული ფინალის ორი გამარჯვებული გუნდი წარადგენს საქართველოს 2025 წლის სექტემბერში SAGE-ის მსოფლიო ფინალში და ამ ორი გუნდიდან ერთი პირველი ადგილის მფლობელი – Micro2Macro (თბილისი) იქნება