სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ I ადგილი

სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ I ადგილი

 22 აპრილს გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ეროვნული არქვის მიერ ორგანიზებული პროექტის რა? სად? როდის? „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ I ტური.

 პროექტში მონაწილეობა მიიღო 215-მა სკოლამ მთელი საქართველოდან. თითოეულ სკოლას წარმოადგენდა  ერთი 5 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდი.

  სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ გუნდმა ნიკო გურგენიძის, სოფიო გორგიანის დემეტრე ხოხიაშვილის, მარიამ ჭურღულიას და თეკლა ჯანყარაშვილის შემადგენლობით დაიკავა I ადგილი, უპასუხა რა მაქსიმალური 20 შეკითხვიდან 19-ს და დააფიქსირა ტურის უმაღლესი ქულა.

 II ფინალური ტური გაიმართება 20 მაისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს I ტურის 40 საუკეთესო გუნდი

გაზიარება:

სხვა სიახლეები

SAGE Georgia 2025

SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები გამოვლინდნენ –