,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები’’

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები’’

სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში’’ 2024 წლის 5 მარტს, სააქტო დარბაზში, ჩატარდა ლექცია თემაზე ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები’’, თემის პრეზენტაცია წარმოადგინეს მე-11 მეოთხე კლასის მოსწავლეებმა,ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებლი_ ცისანა კობახიძე. თემის წარდგენას წინ უძღოდა კვლევა,მოსწავლეებმა შეადგინეს ტესტი,შეარჩიე ფოკუს-ჯგუფი კვლევისათვის სკოლის სამივე საფეხურზე,კერძოდ მე_5,მე_9 და მე 10 კლასები,კვლევის ანალიზის შედეგად დაიგეგმა ლექციის ჩატარება საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალურ საკითხზე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების ოკუპირების შესახებ. ლექციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ და დირექციის წარმომადგენლები, შეხვედრა წარიმართა კეთილგანწყობილ გარემოში,იგრძნობოდა აუდიტორიის ინტერესი,პრეზენტაციის საინტერესოდ მიწოდების და მოსწავლეების მიერ მისი წარდგენისათვის საჭირო უნარ-ჩვევებმა მოახერხეს აუდიტორიის აქტიურად ჩართვა პროცესში.შეხვედრის ბოლოს სკოლის დირექტორმა დავით კახნიაშვილმა აღნიშნა ,,ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტერაქციის გზით მიიღწევა. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება_ჯგუფური დისკუსიები, ურთიერთსწავლება,ამიტომ ამ ტიპის აქტივობები ხშირად უნდა დაიგეგმოს სასწავლო პროცესში”.

გაზიარება:

სხვა სიახლეები

გაკვეთილის ინტერპრეტაცია უფრო საინტერესოს და სახალისოს ქმნის სასწავლო პროცესს. თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანა კი მოსწავლეს უადვილებს სასწავლო მასალის აღქმა-გააზრებას.

მერვე პირველი კლასის მოსწავლეებმა (ბიოლოგიის მასწავლებელი

სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” ანსამბლი ,,ჭყონდიდელი” 15 ივნისს წარსდგა, საქართველოს დამსახურებული მოღვაწის პროფესორ ემერიტუსის რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამოზე და დაჯილდოვდა – მადლიერების სიგელით, ხოლო ანსამბლის დებიუტანტებს სათითაოდ გადაეცათ დიპლომი, წარმატებით მონაწილეობისათვის.